აგვისტო 2011
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
 
მობილობა
  • 1.    რა არის მობილობა?

    მობილობა არის სტუდენტისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, რომელიც მას საშუალებას ანიჭებს თავად გადაწყვიტოს, თუ რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე და დაწესებულებაში გააგრძელებს სწავლას. შესაბამისად, მობილობა ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლას ეწოდება. ამ პროცესში ჩართვის უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსი კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით) მოიპოვა, ისწავლა შესაბამის საფეხურზე მინიმუმ ერთი წელი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტში აქვს სტუდენტის სტატუსი.

    2.    რომელი სასწავლო წლიდან  შეუძლია სტუდენტს მობილობით სარგებლობა?

    სტუდენტს ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლის უფლება პირველი სასწავლო წლის გავლის შემდეგ ეძლევა. ეს არ ეხებათ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებსაც გაუუქმდათ ავტორიზაცია ან  შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა . ამ შემთხვევაში კანონი როგორც პირველი, ისე დანარჩენი სასწავლო წლების სტუდენტებს სწავლის გასაგრძელებლად  სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის უფლებას აძლევს.

    არააკრედიტებული, ლიცენზირებული დაწესებულების სტუდენტი რომელიც დაწესებულებაში აკრედიტაციის პროცესის დაწყებამდე (2005 წლამდე) ან ამ დაწესებულების აკრედიტირებულ რეჟიმში მუშაობის პერიოდში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად (ერთიანი ეროვნული გამოცდებით) ჩაირიცხა ასევე შეუძლია ისარგებლოს მობილობის უფლებითმიმღები დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს სტუდენტის მიერ აკრედიტებულ რეჟიმში დაგროვებული კრედიტები. არააკრედიტებულ რეჟიმში დაგორვებული კრედიტების აღიარება ხორციელდება ცენტრში მომართვის საფუძველზე.

     

    3.    ვის ეკრძალება მობილობის უფლებით სარგებლობა?

    მობილობის პროცესით ვერ ისარგებლებენ  ის პირები, რომლებიც  არააკრედიტებულ ლიცენზირებულ სასწავლებლებში  ჩაირცხნენ  2005-2006 სასწავლო წლიდან. სხვა სასწავლებელში გადასვლისთვის მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ.

    წელიწადში რამდენჯერ ცხადდება მობილობა?

    მობილობა კანონის თანახმად წელიწადში 2-ჯერ, სემესტრის დაწყებამდე ცხადდება. სტუდენტს ამ პროცესში ჩართვა სწავლის განმავლობაში შეუზღუდავად, მათ შორის რამდენჯერმეც შეუძლია. მობილობის მსურველად რეგისტრაცია სტუდენტს შეუძლია თავისი თერტმეტნიშნა პირადი ნომრის საფუძვლზე. ყველა სხვა ინფორმაცია სტუდენტის შესახებ ასახულია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.

    მობილობის მსურველი სტუდენტი იმ უმაღლეს სასწავლებელს, რომელშიც გადასვლა სურს, თავად ირჩევს ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული, მობილობის პროცესში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სიიდან და ელექტრონული განაცხადით აფიქსირებს თავის  არჩევანს.

    4.    როგორ ხდება მობილობისთვის დარეგისტრირება?

    სტუდენტებს მობილობის პორტალზე რეგისტრაციისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა ესაჭიროებათ. მას შემდეგ რაც მსურველი მობილობის უფლებას მოიპოვებს და ერთიდან მეორე უმაღლეს სასწავლებელში გადავა სტუდენტმა ამ უკანასკნელში პირადობის მოწმობის, ატესტატისა და აკადემიური ბარათის დამოწმებული ასლები უნდა წარადგინოს.

    მობილობის მსურველ სტუდენტს უფლება აქვს აირჩიოს მაქსიმუმ 5 საგანმანათლებლო პროგრამა. ცენტრის რჩევაა, რეგისტრაციისას პირველ ნომრად სტუდენტმა მიუთითოს მისთვის ყველაზე პრიორიტეტული პროგრამა, შემდეგ ნაკლებად სასურველი და .. ვინაიდან პროგრამაზე მობილობის დროს კონკურსის არსებობისას, ყურადღება ენიჭება, თუ რომელი პრიორიტეტით აქვს მობილობის მსურველს დაფიქსირებული შესაბამისი პროგრამა. მობილობის პორტალზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი მინიმალური საკონკურსო ქულაც იხილონ.

    შესაბამის პროგრამაზე მოსახვედრად სტუდენტის საკონკურსო ქულა უნდა აღემატებოდეს პორტალზე ასახულ მინიმალურ საკონკურსო ქულას. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას პირველ რიგში მობილობის ის მსურველები მოიპოვებენ, რომლებსაც აღნიშნული დაწესებულება პირველ პრიორიტეტად ჰქონდათ მითითებული, დარჩენილი ადგილები განაწილდება მეორე, მესამე და .. პრიორიტეტების განაცხადების შესაბამისად.

    მობილობის პროცესის შემადგენელი ნაწილია სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის აღიარება. რაც გულიხსმობს მიმღები დაწესებულების მხრიდან მობილობის მსურველის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების საკუთარ პროგრამასთან თავსებადობ დადგენასმიმღები დაწესებულება უფლებამოსილია შინაარსობრივი შესწავლის შედეგად დაადგინოს შესაბამისობა სტუდენტის მიერ გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსებს შორის, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად, ასევე მოახდინოს იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.

    5.    როგორ ნაწილდება ადგილები იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტების რაოდენობა აღემატება უმაღლესის მიერ გამოცხადებული ადგილების რაოდენობას?

    თუ დაწესებულების ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვისას პრიორიტეტი ენიჭებათ იმ მსურველებს, რომელთა ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით.

    რაც შეეხება ერითიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამდე ჩარიცხულ სტუდენტებს, რადგან მათ არ გააჩნიათ საკონსკურსო ქულა, მათი პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს აღნიშნული სტუდენტები ქვოტის ზევით – კონკურსის გარეშე  მის მიერ დადგენილი პირობებით.

  • 1