|
|
სამართლებრივი უზრუნველყოფა
-
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის აპრილის #50/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის #89/ნ ბრძანებაში და ცენტრს სტრუქტურული ერთეულის სახით დაემატა სამართლებრივი უზრუნველყოფის მომსახურების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და ნოვაციების გაცნობა;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი ხელშეწყობა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა;
ე) შრომითი, საიჯარო, შესყიდვების და სხვა სახის ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა;
ვ) სასამართლოში წარმომადგენლობა.
ფუნქციებიდან გამომდინარე, სამსახურის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სამართლებრივი ხასიათის ხარვეზების იდენტიფიკაცია და მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და საქმისწარმოების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, დირექტორებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის მიზნით სწავლება-ტრენინგის დაგეგმვა.
|