რეგიონული სამიტი და სემინარები: 20-27 ივლისი, 2010 წელი
08.07.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის, ტვინინგის პროექტის - ,, შესაძლებლობების გაძლიერება ბოლონიის პროცესის მიზნების განსახორციელებლად’’- ფარგლებში გრძლედება სამიტებისა და სემინარების ციკლი. ამა წლის 23 ივნისს, 11:00 საათზე, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, 1-ლი კორპუსი, პირველი სართული, ცისფერი დარბაზი) გაიმართება აკადემიური სამიტი: ,,ახალი მიმართულებები სამედიცინო განათლებაში და ბოლონიის პროცესი’’. სამიტი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით წარიმართება.
სამიტებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სემინარები ამა წლის 20-27 ივლისს უცხოელი ექსპერტები სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაატარებენ სემინარებს - ,,ახალი მიმართულებები სამედიცინო განათლებაში და ბოლონიის პროცესი’’. სემინარის მონაწილეები გაეცნობიან ევროპულ სტანდარტებსა და ძირითად პრინციპებს სამედიცნო საგანმანათლებლო პროგრამა MEDINE 2-ზე დაყრდნობით. სემინარებზე დასწრების მსურველმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიმდინარე წლის 12 ივლისამდე უნდა გვაცნობოთ დამსწრე პირის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართებზე: tata_lortkipanidze@hotmail.com; tgamreklidze@mes.gov.ge; nghvinjilia@mes.gov.ge
სამიტის დღის წესრიგი: 23 ივლისი, 2010 წელი
სემინარის დღის წესრიგი: 20-27 ივლისი, 2010 წელი
|
|
|