X აკადემიური სამიტის შედეგები


  • 09.03.2010

                2010 წლის 5 მარტს შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა X აკადემიური სამიტი, რომელიც  უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხს მიეძღვნა.
                შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო კალანდაძემ გამოხატეს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საერთაშორისო კავშირების დამყარებისა და შემდგომი განვითარებისადმი.
                შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს დამტკიცება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების გამარტივების კუთხით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო მობილობის პროცესს.
                საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ გამოიკვეთა ის აქტუალური საკითხები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო ბაზარზე მიმზიდველობის ასამაღლებლად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ სურგულაძემ ისაუბრა საქართველოში უცხოელი სტუდენტებისათვის შექმნილი გამარტივებული დაშვების პირობების შესახებ; ქალბატონმა ნინო კალანდაძემ გამოხატა მზადყოფნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პოპულარიზაციაში. ამ მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შეთავაზებული უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ და  აღნიშნული ინფორმაცია ასევე გავრცელდება საელჩოებისა და საკონსულოების მეშვეობით.



  •        

    სიახლეების კალენდარი

    <სექტემბერი 2010>
    ორსაოთხუპაშაკვ
    303112345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930123
    45678910